ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი თავშეყრის ადგილებში "შეუსაბამოდ" ჩაცმის აკრძალვას განიხილავს

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი განიხილეს, რომელიც "სტუმრებსა და აფხაზეთში მცხოვრებთათვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეუსაბამოდ ჩაცმის აკრძალვას" ითვალისწინებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, განხილვის შემდეგ იმიტირებული კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რეკომენდაციით მიმართონ ე.წ. პარლამენტს, შემდეგ სესიაზე მეორე მოსმენით მიიღონ ზემოხსენებული კანონპროექტი.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად რა იგულისხმება "არასათანადო ჩაცმულობაში" და რომელ ორგანოს დაევალება ჩაცმულობის შეფასება ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები