იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევა

იუსტიციის საბჭოს დარჩენილი ორი წევრის არჩევა ვერ მოხერხდა, ჩანიშნულია მესამე ტური

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ დარჩენილ ვაკანტურ ადგილზე წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს უყარეს კენჭი. მეორე ტურში წარმოდგენილი ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა შეძლო საჭირო რაოდენობის ხმების მოპოვება. უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები დამატებითი კონსულტაციებს გაივლიან და ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად  მესამე ტური 30 მაისს გაიმართება. 

ორი დარჩენილი ადგილის შესავსებად მეორე ტურში ოთხი კანდიდატი: რუსუდან კვინიკაძე- 89 ხმით, გოგა კიკილაშვილი- 89 ხმით, ლევან ნემსაძე- 88 ხმით და ნინო ნიშნიანიძე- 87 ხმით იყვნენ წარმოდგენილები.  აღსანიშნავია, რომ კანდიდატების დასადასტურებლად 90 ხმაზე მეტია საჭირო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პირველ კენჭისყრაზე სამი არჩეული წევრის გარდა სხვებმა ვერ შეძლეს ზღვარის გადალახვა, მეორე ტურში შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. 

17 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩა. ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

მალევე რუსთავი 2-მა, იმ სავარაუდო ოპოზიციონერი დეპუტატების სია გამოაქვეყნა, ვინც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. კურიერის ინფორმაციით, ეს დეპუტატები ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი იყვნენ.  ბაჩუკი ქარდავამ და ნიკა მაჭუტაძემ აღიარეს, რომ კანდიდატებს ხმა მართლაც მისცეს.  

მოგვიანებით, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და ბაჩუკი ქარდავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია დატოვეს

 

კომენტარები