ნიკა მაჭუტაძის თქმით, ის ნატო და როსტომ ჩხეიძეებთან ერთად ფრაქციას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია, მოძრაობას ტოვებს. ამის შესახებ მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ, დეპუტატები, ბატონი როსტომ ჩხეიძე, ქალბატონი ნატო ჩხეიძე, მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც ვართ არჩეული საქართველოს პარლამენტში მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისათვის პარტიული სიით და ვიყარეთ კენჭი ბლოკით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას, სახელწოდებით - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია. აქვე ვადასტურებთ, რომ ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და რა საკვირველია, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები სუბრობდნენ დამალვაზე და გარკვეულ ბრალდებებს წამოგვიყენებდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, უარვყოფთ". - აღნიშნა მაჭუტაძემ.
პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.
რუსთავი 2-ის ცნობით, მათ გაარკვიეს იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ვინაობა, ვინც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. კურიერის ინფორმაციით, ეს დეპუტატები არიან ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი.