სომხეთი

სომხეთში ფაშინიანის შვილის გატაცება სცადეს

ნიკოლ და აშოტ ფაშინიანები

17 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შვილის, აშოტის გატაცება სცადეს.

სომხურ მედიაში წერდნენ, რომ აშტის გატაცება სცადა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ - ვაჟთა ძახილი. ამავე ცნობით, ამ ორგანიზაციის წევრებმა სომხეთის პრემიერის შვილი აიძულეს ჩამჯდარიყო მანქანაში, შემდეგ აშოტმა ავტომობილიდან გადახტომა შეძლო. 

არსებული ცნობებით, აშოტ ფაშინიანმა დაიზიანა ფეხი. მან მოასწრო სამართალდამცველებისთვის მიმართვა და მდევრებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.

სომხეთის პოლიციაშ აცხადებენ, რომ საქმე საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა.

აქამდე, აპრილის დასაწყისში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალან სიმონიანმა თქვა, რომ აშოტ ფაშინიანს თავს დაესხნენ და ეს საზღვარგვარეთიდან ორგანიზებული გეგმა იყო. პოლიციაში ამბობდნენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშრებით ცნობა არ მიუღიათ. თავად აშოტმა ინფორმაცია უარყო.

ვაჟთა ძახილი შექმნილია 2020 წლის ყარაბაღის ომში დაღუპული სომეხი სამხედროების მშობლების მიერ. გატაცების ბრალდება უარყო ორგანიზაციის ლიდერმა, ვაიკ სააკიანმა.

კომენტარები