ჯონი დეპი

DIOR-მა ჯონი დეპს 20-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა

Variety

Dior ჯონი დეპს 20 მილიონ დოლარს გადაუხდის, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. დეპი პარფიუმერიის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეკლამაში მონაწილე კაცი გახდა.

დეპი დათანხმდა გახდეს სუნამო Dior Sauvage-ის სახე. კომპანია ჰოლივუდის ვარსკვლავებთან აქტიურად თანამშრომლობს, ბოლო წლებში Dior-მა რეკლამაში მონაწილეობისთვის რობერტ პატინსონს 12 მილიონი დოლარი გადაუხადა.

დეპი Sauvage-ის რეკლამებში 2015 წლიდან თამაშობს. ამბერ ჰერდთან სასამართლო დავის მოგების შემდეგ სუნამოს გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა.

ჯონი დეპმა ბოლო როლი ფრანგულ ფილმში Jeanne du Barry შეასრულა, ფილმის პრემიერა 2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე იგეგმება.

კომენტარები