ჯონი დეპი

ჯონი დეპი Instagram-ზე დარეგისტრირდა

Cinemabland

ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი პირველად გამოჩნდა სოციალურ ქსელებში და Instagram-ზე დარეგისტრირდა.

"მოგესალმებით... თქვენთვის რაღაცას ვიღებ...ცოტა ხანი დამელოდეთ,"-წერია მსახიობის პირველ პოსტში.

რამდენიმე საათში დეპმა ჯონ ლენონის სიმღერის Isolation ქავერი გამოაქვეყნა. სიმღერის ჩაწერაში მას ინგლისელი ბასისტი ჯეფ ბეკი დაეხმარა.

ერთ დღეში მსახიობის გვერდის მიმდევარი 1,6 მილიონი ადამიანი გახდა.

კომენტარები