რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრ სახლში ბაიდენმა და სანჩესმა უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს

Reuters

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს კიევისადმი ურყევი მხარდაჭერა. თეთრ სახლში შეხვედრაზე ოფიციალურმა პირებმა, ასევე, ისაუბრეს მიგრაციასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. 

ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ბაიდენმა თქვა, რომ ერთად - ის და სანჩესი, მხარს უჭერენ უკრაინას, ხოლო ესპანეთის პრემიერმინისტრმა ომის პირდაპირ დამნაშავედ ვლადიმირ პუტინი დაასახელა. 

"მხარს ვუჭერთ უკრაინას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობისთვის, რომელიც სრულად პატივს სცემს საერთაშორისო კანონს და ასევე გაეროს წესდების პრინციპებს. არ აგერიოთ ამ ომში აგრესორი და მსხვერპლი, პუტინი აგრესორია". - აღნიშნა სანჩესმა. 

შეხვედრის დასაწყისში ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და მადრიდმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 

კომენტარები