თუ უახლოეს დღეებში პრიგოჟინს არ მოკლავენ, მაშინ სწორედ ის, როგორც რუსეთის დროებითი მმართველი, რამდენიმე კვირაში ხელს მოაწერს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედროების ორგანიზებულ (უიარაღო) გაყვანის შესახებ შეთანხმებას.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
პიონტკოვსკი: თუ პრიგოჟინს არ მოკლავენ, ის მალე რუსი სამხედროების გაყვანას მოაწერს ხელს
tbl.ge/6da2
დაკოპირდა

წერს რუსი ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ანდრეი პიონტკოვსკი Twitter-ზე. 5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. პრიგოჟინი ამბობს, რომ ბახმუტში, ფლანგებზე, სადაც განთავსებული იყო რუსეთის რეგულარული ჯარები, ვითარება ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა.
ამავე თემაზე
- ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
- უკრაინელებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში
- რუსული პავილიონის აღდგენის გამო ევროკომისიამ ბიენალეს €2-მილიონიანი გრანტი გაუუქმა
- უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს
- Reuters: რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო ტრანსპორტი შეაჩერა




