ევროპული საქართველო

კირთაძე: ძალა თითოეული ინდივიდის გააქტიურებაშია, როცა გავითავისებთ, ცვლილებებს მივიღებთ

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში ევროპული საქართველოს ახალი წევრის, თენგო კირთაძის წარდგენა გაიმართა, რომლის პარალელურადაც პარტიის ხედვისა და ხმის მცველების კამპანიის პრეზენტაციაც შედგა. თენგო კირთაძის თქმით, ცვლილებები მხოლოდ ინდივიდების გააქტიურებით და მათი პროცესებში ჩართვითაა შესაძლებელი. პოლიტიკოსის შეფასებით, საჭიროა, რომ ადამიანებსა და ქვეყანას შორის ბმა გაჩნდეს და სამშობლო მხოლოდ ცარიელ სიტყვად არ დარჩეს.  ამასთან კირთაძე აღნიშნავს, რომ დასტრესილი ადამიანებისთვის პერსპექტივაა საჭირო, რომლის აღქმაც მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის მათ პრობლემებთან იქნება კავშირში. 

"ძალა არის თითოეული ინდივიდის გააქტიურებაში  და როდესაც ამას გავითავისებთ, მივიღებთ იმ რაღაც ცვლილებებს, რაც ნებისმიერი საზოგადოებრივი აზრის კვლევაში იკვეთება, რომ, ვთქვათ, უკმაყოფილება მაღალია, მაგრამ ეს საპროტესტო პოტენციალში ჯერ არ გადაიქმნა. 

[...]  სამშობლოს სიყვარულს მიზეზი არ სჭირდება, იმიტომ , რომ ქვეყნის სიყვარული არის ბმა და კავშირი, რომელიც გაქვს ან არ გაქვს. იმისათვის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩავრთოთ იმ პროცესში,  რომელიც აუცილებლად უნდა დაიწყოს, თუნდაც 2024 წლის არჩევნების წარმატების მისაღწევად, აუცილებელია, ბმა და კავშირი გავუჩინოთ ბევრ მოქალაქეს ამ ქვეყანასთან და არ დარჩეს მხოლოდ სამშობლო, როგორც ცარიელი სიტყვა ანუ აღვიქვათ სამშობლოდ. ის შეიძლება, გვიყვარდეს, გვენატრებოდეს, მაგრამ არ ვიყოთ მის მიმართ კრიტიკულები, რადგანაც აბსტრაქტულია და ჩვენ კავშირი მასთან ფაქტობრივად გათიშულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მის მიმართ ვიყოთ ძალიან კრიტიკულები, რადგან მხოლოდ ასეთი დამოკიდებულება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ის გამოვასწოროთ, რაც არ მოგვწონს"- თქვა კირთაძემ. 

კომენტარები