ენმ

მელია: კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი სრულად ფლობენ ენმ-ის მართვის ბერკეტებს

ზურა ადეიშვილი პარტიის საარჩევნო პროცესებში ისე იყო ჩართული, რა დოზითაც ჩართული იყო კეზერაშვილი და მერაბიშვილი. დღეს, ეს პარტია [ენმ] თუ ვინმესია,ამ წუთში, და თუ ვინმე სრულად ფლობს პარტიის მართვის ბერკეტებს, ეს არის ბატონი კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი, თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდე, ჩართულები იყვნენ არჩევნებში.

ბატონ ადეიშვილს განგებ არ ვახსენებდი. იუსტიციის სამინისტროში როდესაც დავიწყე მუშაობა, თუ არ ვცდები, ეს იყო 2008, ან 2009 წელი, მაშინ მინისტრი იყო ნიკა გვარამია. მას შემდეგ შეიცვალა მინისტრი და გახდა ბატონი ადეიშვილი. 2012 წელი როცა დადგა, ბატონი ადეიშვილი მეორე დღესვე არ მინახავს, თანამშრომლებს ვერც კი დაგვემშვიდობა და გასაგებია, მან ეს არჩევანი გააკეთა. მან დატოვა ქვეყანა და ჯერ კიდევ სამი კვირა, თუ ერთი თვე ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში. ჩვენ იმ დღიდანვე მგლის ხახაში ვიყავით და ვრჩები ამ ბრძოლაში. რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს, რომ დღეს, პირველ რიგში, თავად კადრულობს ამას, რომ გვერდიდან ჩაერიოს პარტიულ გადატრიალებაში და ამით დაასუსტოს ოპოზიციური მოძრაობის მთავარი ღერძი. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავჯდომარე, ნიკა მელია TV PIRVELI-ს ეთერში.

კომენტარები