რუსეთის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიოდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყველამ ვიცით, რომ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში, მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, გაადვილდეს მოძრაობა, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ასე შემდეგ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება... ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი.
რუსეთ-საქართველო
პრემიერი უვიზოზე: დადებითი გადაწყვეტილებაა, ჩვენს თანამემამულეებს გაუადვილდებათ მიმოსვლა
tbl.ge/6d8n
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, გააუქმოს საქართველოსთან სავიზო მომისვლა და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.
ამავე თემაზე
- კადიროვის თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება
- რუსებისთვის უძრავი ქონების შესაძენად პოპულარულ ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილზეა
- ჩერგოლეიშვილი ზახაროვაზე: ქართული ოცნების რეჟიმი ისედაც რუსეთის საქმეს აკეთებს
- საქართველოს მთავრობამ გამბედაობა გამოიჩინა, ანტირუსულ ისტერიას არ აჰყვა – რუსეთის დუმა
- გიორგი ნონიაშვილი: საქართველო – ისევ რუსული რომანტიზმის ზღვა?!




