რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: რატომ მოქმედებენ რუსები ასე ნელა? იმიტომ, რომ რუსეთი არ ომობს

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მიზნები, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაისახა, "ნაწილობრივ მიღწეულია". ამის შესახებ პესკოვმა ტელეკომპანია ATV-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, ამ ეტაპზე “დონბასის მაცხოვრებლების დასაცავად" ყველა ამოცანა გადაწყვეტილი არაა.

ამავდროულად, კრემლის პრესმდივანმა უკრაინაში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი წარმატებების ნაკლებობა იმით ახსნა, რომ “რუსეთი არ ომობს”.

“თქვენ იკითხავთ, რატომ მოქმედებენ რუსები ასე ნელა? იმიტომ, რომ რუსეთი არ ომობს, ჩვენ არ ვომობთ. ომის წარმართვა - ეს სულ სხვა საქმეა, ეს ინფრასტრუქტურის ტოტალური განადგურებაა, ეს ქალაქების სრული განადგურებაა. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ”. - თქვა პესკოვმა.

გარდა ამისა, ბახმუტში მიმდინარე ბრძოლებზე საუბრის დროს, პესკოვმა აღნიშნა, რომ “იქ ძალიან მძიმე შეტევითი ოპერაციები მიმდინარეობს”.

კომენტარები