წარმოუდგენელია, პუტინის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრო. რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ყოველთვის იყო და არის მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად შექმნას ბარიერები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ესეც არის მისი ნაწილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვეთხოვება უფრო მეტი გონიერება, როცა შევაფასებთ მსგავს ქმედებებს რუსეთის მხრიდან.
საქართველო-რუსეთი
ბოჭორიშვილი სავიზოს მოხსნაზე: წარმოუდგენელია, პასუხისმგებლობა ჩვენს ხელისუფლებას დააკისრო
tbl.ge/6d6f
დაკოპირდა

ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა უქმდება. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.
ამავე თემაზე
- ზახაროვა: საქართველომ, EU-ს უხეში ზეწოლის მიუხედავად, მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია
- სებ-ს ჰქონდა რეაგირება,დანარჩენი საინტერესო არაა – კობახიძე სანქცირებულ კომპანიებზე
- UK-ის მიერ სანქცირებულ კომპანიებზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულია 1 პირი - საგამოძიებო
- რუსულ სავაჭრო ბირჟებზე ფოკუსირებულ 3 ქართულ კომპანიას ვასანქცირებთ – ბრიტანეთი
- ოლისოვი შიო III-ს: ვიმედოვნებ, ხელს შეუწყობთ რუსეთ-საქართველოს ეკლესიათა კავშირის გამყარებას




