ვინმე არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე გინდათ, რომ კომენტარი გავაკეთო? მე არახამიას ნათქვამზე, რა თქმა უნდა, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი მინდა ვთქვა - მე უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი დამანგრეველი ომის მალე დასრულებას.
მე ერთი მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას - ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ [არახამია] და ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში. იყვნენ ომამდე, ომის შემდეგ და დღესაც, ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას.
რაც შეეხება მათ გეგმებს, ფაქტია, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია პირდაპირ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. მას არავინ არ ეკითხება, აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და პოლიტიკას. ბატონმა არახამიამ მიხედოს თავის თავს. უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას.