ქართული ოცნება

პრემიერი: თქვენთვის მისაღებია აღვირახსნილი პროპაგანდა სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით?

ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, 90% იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ყველანი დღემდე მოვედით. ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, ეს არის ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები. მე ამაზე მაქვს საუბარი. 

თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყნებში? იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით? ეს არის პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი - ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ...

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. "არ დავუშვებთ უმცირესობაზე ძალადობას და არ დავუშვებთ მათ ძალადობას უმრავლესობაზე". - თქვა ღარიბაშვილმა უნგრეთში, კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები