სამეგრელო

სამეგრელოში 13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს

Tabula

13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს - მოზარდის მამა და მეზობელი. შემთხვევა სამეგრელოში მოხდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, მამა არასრულწლოვანს მოკვლით ემუქრებოდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. მოზარდთან სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა მეზობელიც. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ პ.კ. არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მამის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვან გოგონასთან, სქესობრივ კავშირს სისტემატიურად ამყარებდა მეზობელი, ტ.თ." - წერია განცხადებაში.

1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები