სამეგრელო

სასწრაფოს მანქანა, რომელსაც ავარიაში დაშავებული გადაჰყავდა, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა

სამეგრელოში, ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევაში დაშავებული გადაჰყავდა, თავადაც ავარიაში მოხვდა. 

როგორც ტელეკომპანია პირველს ექიმმა უთხრა, ყველანი, ყველა დაშავებული ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები