სამეგრელო

61 წლის კაცი, რომელსაც მაშველები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული კაცის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

61 წლის კაცს 6 ოქტომბრის შემდეგ ეძებდნენ. უწყების ცნობით ის სოფელ ჯგალიდან სოფელ სქურის მიმართულებით წავიდა და სახლში არ დაბრუნებულა.

სამაშველო-საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდა 15-კაციანი ჯგუფი და დრონი. ასევე ჩართული იყო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიური სამსახურიც. დღეს საძიებო პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მაშველებმა დაკარგული კაცის პირადი ნივთები სქურის მთაზე, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. რის შემდეგაც საძიებო ოპერაცია მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს.

კომენტარები