რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU პორტებს ჩაკეტავს გემებისთვის, რომლებსაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ

ნავთობის ტანკერები  პორტ-დე-ბუკის წყლებში, საფრანგეთი.
Jeremy Suyker/Bloomberg  

ევროკავშირი გეგმავს, პორტებში შესვლა აუკრძალოს იმ გემებს, რომლებსაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ. ეს შეზღუდვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტის ნაწილია.

ევროკავშირის აღმასრულებელმა უწყებამ ისაუბრა იმ პრაქტიკის შესახებ, რომელსაც გემები მიმართავენ, როდესაც ცდილობენ, გვერდი აუარონ დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ ფასის ზედა ზღვარს და რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას. ევროკავშირის შემოთავაზებული გეგმის თანახმად, გემები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ან დადგენილია, რომ არღვევენ სანქციებს, უნდა გავიდნენ ევროპული პორტებიდან.  

გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ევროკავშირმა რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდება აკრძალა. თუმცა, რუსეთმა ამ შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად ნავთობის ერთი გემიდან მეორეზე გადატანა დაიწყო. 

კომენტარები