ჩარლზ III-ის კორონაცია

"შეგიძლიათ იყოთ ჩემი მეორე პილოტი" – ტომ კრუზმა ჩარლზს გამეფება თვითმფრინავიდან მიულოცა

6 მაისს დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ჩარლზ III უინძორი ავიდა. კორონაციას არაერთი შოუბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო, მათმა ნაწილმა კი, მათ შორის ტომ კრუზმა, მონარქს გამეფება დისტანციურად მიულოცა.

კრუზი სხვა ვარსკვლავებთან ერთად გამოცემა The Telegraph-ის ვიდეოში გამოჩნდა.

"პილოტი მიმართავს პილოტს. თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იყოთ ჩემი მეორე პილოტი". – ამბობს მსახიობი ვიდეოში.

ფრაზა ფილმ Top Gun-დან არის და კრუზის პერსონაჟს, მევერიკს ეკუთვნის. Top Gun მონარქის ერთ-ერთი საყვარელი მძაფრსიუჟეტიანი ფილმია. 

The Telegraph-ის კლიპში კრუზის გარდა ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი პირს ბროსნანი და სატელევიზიო შოუს ავტორი ბეარ გრილსი მონაწილეობენ. ვიდეო პირველად ჩარლზის კორონაციისადმი მიძღვნილ კონცერტზე აჩვენეს.

კომენტარები