ირანი

ირანში ღვთისგმობის გამო ორი ადამიანი ჩამოახრჩვეს

ირანმა ღვთისგმობის გამო ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯა. იტყობინება ირანის სასამართლოს ოფიციალური საინფორმაციო გვერდი. 

იუსეფ მეჰრდადი და სადროლა ფაზელი ზარე ისლამიის რელიგიის, წინასწარმეტყველთა და სხვაა სიწმინდეების შეურაცხყოფას სიკვდილით დასაჯეს. 

ირანის ცნობით, ისინი ხელმძღვანელობდნენ ათობით ონლაინ ანტირელიგიურ პლატფორმას, რომლებიც ისლამისადმი სიძულვილის, ათეიზმის გავრცელებასა და სიწმინდებიის შეურაცყოფას ისახავდა მიზნად.

გაეროს ექსპერტებმა მოუწოდეს ირანს, შეწყვიტოს რელიგიური უმცირესობების დევნა და შევიწროება. 

კომენტარები