შინაური ცხოველები

ცხოველთა მონიტორინგი: თავშესაფარში დარეგისტრირებულ ცხოველს კასტრაციას უფასოდ ჩავუტარებთ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის თქმით, თუ მოქალაქე მუნიციპალურ თავშესაფარში დაარეგისტრირებს ცხოველს, მუნიციპალური თავშესაფარი ცხოველს სტერილიზაცია-კასტრაციას უფასოდ ჩაუტარებს. 

"პატრონიანი ცხოველებისთვის ეს პროცედურები იყო ფასიანი, ახლა ვთავაზობთ მეპატრონეებს, მოიყვანონ თავიანთი ცხოველი, დაარეგისტრირონ და შეძლებენ უფასოდ გაუკეთონ კასტრაცია." - ამბობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი.

მისი თქმით, კამპანიის მიზანი სტერილიზაცია-კასტრაციის მნიშვნელობის წახალისებაა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს თბილისის საკრებულოს მიერ გამოცემული დებულების თანახმად, ის მეპატრონე, რომელსაც ცხოველი არ ჰყავს რეგისტრირებული, ჯარიმას ექვემდებარება.

კომენტარები