ჰანტერ ბაიდენის საქმე

"ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია, ვენდობი და მჯერა მისი" – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიაში

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მის შვილს, ჰანტერ ბაიდენს, რომლის მიმართაც ბრალის წარდგენას აშშ-ს ფედერალური პროკურატურა გადასახადების დამალვასა და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებულ დარღვევებზე განიხილავს, არაფერი დაუშავებია. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა MSNBC-თან ინტერვიუსას ისაუბრა

ჰანტერმა უარყო დანაშაული და თქვა, რომ ის თავის საქმეებს ლეგალურად აწარმოებდა.

"პირველ რიგში, ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია. მე ვენდობი მას. მე მჯერა მისი". - თქვა ბაიდენმა.

კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს მისი შვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები მისსავე პრეზიდენტობაზე, ბაიდენმა თქვა, რომ ის ჰანტერის გვერდით დგას.

"ეს გავლენას ახდენს ჩემს პრეზიდენტობაზე, რადგან მე ვამაყობ მისით". - თქვა პრეზიდენტმა.

იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება ოთხწლიანი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები