საქართველოს საპატრიარქო

მეუფე იაკობი: ოჯახზე თუ ლაპარაკობ, რუსეთუმე ყოფილხარ – ტვინგამორეცხილებისგან მოვისმინე

გადაირია მსოფლიო - ხშირად მიწევს ხოლმე ამაზე საუბარი. მე უბრალოდ გარეთ რა ხდება, იმის არ მიკვირს, საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, ტვინში მოსდით ხოლმე ისეთი აზრები... ადამიანი თუ ლაპარაკობ ოჯახზე, ადამიანი თუ ლაპარაკობ ღმერთზე, ადამიანი თუ ლაპარაკობ შენს სარწმუნოებაზე, მოყვასის სიყვარულზე, ღირსებაზე და გინდა, ეს იყოს შენში და შენს ხალხში, თავისუფლება თუ გინდა, ბევრი რამე თუ გინდა, ეს ყოფილა, როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რუსეთუმეობა. რუსეთი ამ ღირსებებით არის დაჯილდოებული და მსოფლიოში არ არის ეს ღირსებები? ქართველ კაცს არ აქვს? მამული, ენა სარწმუნოება არ არის ჩვენთვის უპირველესი? არ დაგვიბარა ჩვენმა ერის მამამ, წმინდა ილია მართალმა? პატრიარქი არ გვეუბნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანიო?  

[...] მამა რომ მამაკაცია და დედა რომ ქალბატონია, ამას რამე კითხვა უნდა? ჩვენს ქვეყანაში მასეა და მასე იქნება, ქართველებმა ვაჩვენეთ, რომ ყველაზე მამაცი ერი ვართ. 

ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი. 4 მაისს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა უნგრეთში გამართულ კონსერვატორთა კონფერენციაზე და თქვა, რომ "ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. დედა- ქალია, მამა კი კაცი". 

კომენტარები