რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰააგაში გამართული შეხვედრის შედეგად უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაიზრდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ჰელსინკისა და ჰააგაში გამართული შეხვედრების შედეგად, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაიზრდება

"მოხარული ვარ გითხრათ, რომ ჰელსინკისა და ჰააგაში შეხვედრების შედეგად, ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ჯარისკაცებისთვის იარაღის მიწოდებით - ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე. მადლობას ვუხდი პარტნიორებს! ეს ჩვენი გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია!" - თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ უკრაინას NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებითაც აქვს პროგრესი.

4 მაისს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ეწვია. ზელენსკი სასამართლოს პრეზიდენტმა, მოსამართლე პიოტრ ჰოფმანსკიმ მიიღო.

კომენტარები