რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეწვია

Essi Lehto/REUTERS

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ეწვია. ზელენსკი სასამართლოს პრეზიდენტმა, მოსამართლე პიოტრ ჰოფმანსკიმ მიიღო.

მანამდე, ნიდერლანდური საინფორმაციო სააგენტო ANP-ს ცნობით, ზელენსკი ნიდერლანდების სენატში პარლამენტარებთან შესახვედრად ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის ცხრა საათზე მივიდა. უკრაინის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესაც შეხვდება.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ზელენსკი ქვეყანაში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აპირებს სიტყვით გამოსვლას, რომლის სახელიც იქნება "მშვიდობა უკრაინაში სამართლიანობის გარეშე არ იარსებებს".

უსაფრთხოების გამო, ნიდერლანდების მთავრობის პრესსპიკერმა ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების მიწოდებისგან თავი შეიკავა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინიდან ბავშვების დეპორტაციის გამო პუტინის დაკავების ორდერი მარტში გასცა. მოსკოვი ICC-ს იურისდიქციას არ ცნობს.

კომენტარები