ნაპოლი

ნაპოლის გამარჯვების აღნიშვნისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1 კაცი დაიღუპა, 2 დაიჭრა

Ivan Romano/Getty Images

ნეაპოლის პოლიციის ცნობით, 26 წლის კაცი იტალიის სერია A-ში ნაპოლის გაჩემპიონების აღნიშვნისას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით კარდარელის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის თქმით, იმის დასადგენად, გამიზნული იყო თუ არა სროლა, რომლის დროსაც კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა, გამოძიება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, პოლიცია ამბობს, რომ ფეიერვერკით მიყენებული ჭრილობით ექვსი ადამიანია ჰოსპიტალიზებული.


33 წლის შემდეგ პირველად, ნაპოლი იტალიის სერია A-ს გამარჯვებულია. უდინეზე ნაპოლის თამაში ანგარიშით 1-1 დასრულდა და 5 ტურით ადრე, 80 ქულით ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახდა. კლუბისთვის ეს რიგით მესამე ჩემპიონოობაა.

კომენტარები