ნაპოლი

2012 წლიდან ძებნილი ქართველი, რომელიც კვარაცხელიას მატჩზე ჩავიდა, ნეაპოლში დააკავეს

იტალიური მედიის ცნობით, 2 მარტს, კაპოდიჩინოს საჰაერო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი - ი.ნ. დააკავეს. ის საბერძნეთის 2 მოქალაქის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული. ი.ნ.-ს 2012 წლის ოქტომბერში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.

იმავე წელს საბერძნეთის სასამართლომ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ი.ნ. თბილისიდან ნეაპოლში ქართველ გულშემატკივრებთან ერთად ჩარტერული რეისით, ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩაფრინდა. 

კომენტარები