უკრაინული მარცვლეული

5 მაისს UN-ის, თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მარცვლეულის საკითხს განიხილავენ

Reuters

5 მაისს სტამბოლში გაეროს, თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მარცვლეულის შეთანხმების განსახილველად შეხვდებიან. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯულუსი აკარმა ისაუბრა

მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება 18 მაისს დასრულდება და მოლაპარაკებები მის გახანგრძლივებას ისახავს მიზნად.

"შეხვედრებსა და სიტყვის გამოსვლებიდან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეს პროცესი დადებით შედეგს გამოიღებს. ჩვენ ვმუშაობთ ამისთვის". - აღნიშნა აკარმა. 

25 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა მარცვლეულის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. მათი მტკიცებით, 23 მარტს და 24 აპრილს უკრაინამ დაარღვია შეთანხმების გარანტიები, რომლებსაც თურქეთი უზრუნველყოფდა და ოკუპირებულ სევასტოპოლის სანაპიროზე განლაგებულ შავი ზღვის ფლოტს უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უეკიპაჟო კატერები გამოუშვეს ოდესის პორტის მიმდებარე წყლებიდან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქმედებები "საფრთხეს უქმნის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას 18 მაისის შემდეგ". 

რუსეთის თავდაცვის უწყება იხსენებს, რომ გასულ წელს მსგავსი ბრალდებების შემდეგ მარცვლეულის შეთანხმება დროებით შეაჩერეს და მხოლოდ თურქეთის მიერ გარანტიების მიცემის შემდეგ განაახლეს.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრება.

კომენტარები