ღარიბაშვილი უნგრეთში

ყაველაშვილი: რასაც პრემიერმა ხაზი გაუსვა, ეს არის სხვა ქვეყნებში გასატანი სავიზიტო ბარათი

პირველ რიგში, ასეთი ემოციური გამოსვლის სანაცვლოდ, მადლიერებას გამოვხატავ ჩვენი პრემიერმინისტრის მიმართ. აქ მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ ეს იყო ორგანული, შიგნიდან წამოსული ემოცია. ის, რითიც ჩვენ ვამაყობთ, ვარსებობდით და საქართველო აქამდე მოვიდა. ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, ურთიერთპატივისცემა, მოყვასის სიყვარული, ტოლერანტობა, ჩვენი წინაპრებისა და ტრადიციების პატივისცემა - ეს ის ღირებულებები და ფასეულობებია, რითიც ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით [...] მე მგონი, ალბათ, ჩვენი ყველა მოქალაქე ამაყი უნდა იყოს იმით, რომ რასაც პრემიერმა ხაზი გაუსვა, ეს არის სხვა ქვეყნებში გასატანი სავიზიტო ბარათი. 

ასე გამოეხმაურა TV იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, ხალხის ძალის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი უნგრეთში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციაზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას

კომენტარები