მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: გაუგებარია, რაში სჭირდება ჩხაიძეს ტყუილები, გუშინ თავი რკინის მაგიდას დავარტყი

ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას.

ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი - ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს.

ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული.

გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს აუტანელი ტკივილები, რის გამოც გუშინ კლინიკა იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეძახებინა ტკივილის ცენტრის სპეციალისტი.

წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. გუშინ, 3 მაისს სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა. საპასუხოდ, ვივამედის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ თქვა, რომ ოთახში, სადაც მიხეილ სააკაშვილია, რკინის მაგიდა საერთოდ არ არის და მას გონება არ დაუკარგავს. 

კომენტარები