რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვაში მათი თანამშრომლების ყირიმში დაკავების ცნობას დეზინფორმაციას უწოდებენ

ადნრიი იუსოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრიი იუსოვის თქმით, რუსეთის ფედერალური სამსახურის განცხადება ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლების დაკავების შესახებ მორიგი "მტრული დეზინფორმაციაა".

იუსოვის თქმით, რუსულ რეჟიმს უკრაინისა და მათი სპეცსამსახურების ეშინია.

"სწორიც არიან, რადგან ომის ყველა დანაშაულზე პასუხს ნამდვილად აგებენ. მათთვის ყველაზე უსაფრთხო გზა უკრაინული სამართლისთვის ნებაყოფლობითი ჩაბარება იქნება". – თქვა იუსოვმა. 

გასულ დღეს ФСБ-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მტკიცებითაც დააკავეს უკრაინული სპეცსამსახურების წარმომადგენლების ჯგუფი, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში გეგმავდა "ტერაქტებს", მათ შორის რეგიონის ე.წ. ლიდერის მკვლელობას. 

ამას გარდა, ФСБ-მტკიცებით, ბულგარეთიდან, თურქეთისა და საქართველოს გავლით, უკრაინულ სპეცსამსახურებს რუსეთში საყოფაცხოვრებო ნივთებად შენიღბული ბომბების ნაწილები შეჰქონდათ.

კომენტარები