აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პრემიერ ორბანს ამ ძალისხმევის დაფასებისა და მუდმივი თანადგომისათვის.
[...] პრემიერმა ორბანმა დალასში გამოსვლისას იხუმრა, რომ უნგრეთი ნამდვილად არ არის სუპერძალა, საქართველოს - კიდევ უფრო პატარა ქვეყანას, მით უმეტეს არასდროს ჰქონია ამის ამბიცია. მაგრამ მაინც ვფლობთ სუპერძალას - ეს ძალა არის რწმენა, ჩვენი ოჯახები და ჩვენი ტრადიციები - მარადიული და უნივერსალური ფასეულობები. სწორედ ერთიანობით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების სახელით მოსულ ბოროტებას.