ღარიბაშვილი უნგრეთში

ღარიბაშვილი: ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის

რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის. ასე იყო ფაშიზმის შემთხვევაშიც და არა ერთხელ მთელ ისტორიაში. ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, თავისუფლებას ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან - რაც მართლა ასეა, არავინ ებრძვის თავისუფლებას მონობის სახელით. არავინ უპირისპირდება სიმართლეს სიცრუის სახელით, არამედ ცრუ სიმართლის სახელით.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციაზე. 

ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) პირველად 1974 წელს გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნებშიც იმართება. უნგრეთი კონფერენციას უკვე მეორე წელია რაც მასპინძლობს. ორგანიზატორები წერდნენ, რომ კონფერენცია "ფოკუსირებული იქნება ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე".

კომენტარები