ღარიბაშვილი უნგრეთში

პრემიერი: ვიცით, რა მოაქვს ომს, იესო ქრისტე ამბობს – ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი

ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი - ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია. როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლებისთვის, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ჩვენ გადავიტანეთ არაერთი ომი ჩვენს ქვეყანაში.

[...] ვიცით რა, თუ რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისათვის. იესო ქრისტე ამბობს სახარებაში - ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ისტორიაში პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში. 

ამბობს საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციაზე.

კომენტარები