ხელოვნური ინტელექტი კინოინდუსტრიაში

აშშ-ს მწერალთა გილდია ცდილობს, სცენარების დასაწერად AI-ის გამოყენება შეიზღუდოს

ამერიკის მწერალთა გილდია ცდილობს, ფილმებისა და სატელევიზიო სცენარების დასაწერად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეზღუდოს. გილდიის თანახმად, ჰოლივუდის სტუდიები ამბობენ, რომ ახალ ტექნოლოგიებს წელიწადში ერთხელ აუცილებლად განიხილავენ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ კიდეც.

ხელოვნური ინტელექტის შესახებ დავა ერთ-ერთია იმ რამდენიმე საკითხიდან, რამაც ჰოლივუდის კინოსა და სატელევიზიო მწერლები გაფიცვამდე მიიყვანა. 

WGA მოლაპარაკებების კომიტეტის წევრმა, სცენარისტმა ჯონ ავგუსტმა თქვა, რომ მწერლები ხელოვნური ინტელექტის შესახებ შეშფოთებას ორი მიზეზით გამოხატავენ. 

"არ გვინდა, რომ ჩვენმა მასალამ ისინი გამოკვებოს და ასევე არ გვინდა, მათი დაუდევარი ნაწერები გამოვასწოროთ".  - თქვა მან.

ჰოლივუდის მწერლები ათწლეულების მანძილზე წერდნენ სამეცნიერო ფანტასტიკურ სცენარებს, სადაც საუბარი იყო მანქანებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოს იპყრობდნენ. ახლა კი, ისინი იმისთვის იბრძვიან, რომ რობოტებმა სამუშაო არ დააკარგვინონ.

კომენტარები