ხელოვნური ინტელექტი კინოინდუსტრიაში

სტუდია Warner Bros. მენეჯმენტისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

ტაბულა

სტუდიამ Warner Bros. ოფიციალურად განაცხადა, რომ კომპანიასთან Cinelytic ხელშეკრულება გააფორმა და მენეჯმენტისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს.

ტექნოლოგიები პროდიუსერებსა და სტუდიის უფროსებს დაეხმარებათ იწინასწარმეტყველონ და დაახლოებით დაიანგარიშონ ფილმის მომავალი მოგება და შეარჩიონ მსახიობები შესაბამისი როლებისთვის.

სტუდიის მრჩეველებსა და უფროსებს აღარ მოუწევთ დამღლელი და გრძელვადიანი პროცესების გავლა, სანამ ფილმის გადაღებასა და მასზე მუშაობის დაწყებას დათანხმდებიან, ამაზე ხელოვნური ინტელექტი იზრუნებს, თუმცა ტექნოლოგიას არ ექნება კრეატიული ფიქრის უნარი. 

 

კომენტარები