რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: უკრაინა არ გაჩერდება, სანამ ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას არ გაათავისუფლებს

ანდრეი ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინა არ გაჩერდება მანამ, სანამ ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას არ გაათავისუფლებს.

"უკრაინა არ გაჩერდება მანამ, სანამ არ გაათავისუფლებს ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას და ამისათვის აუცილებელია პარტნიორი ქვეყნების მუდმივი და მზარდი მხარდაჭერა." - წერს ერმაკი Twitter-ზე.

"F-16-ები იქნება, ეს დროის საკითხია. ვფიქრობ, ეს დამოკიდებული იქნება შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე და კონტრშეტევის შედეგებზე. [...] ახლა რომ F-16-ები გვქონდეს, ჩვენი კონტრშეტევა ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა და შეგვეძლებოდა გადაგვერჩინა კიდევ ბევრი ჩვენი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე" - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები