ბელარუსი

ლუკაშენკო: ჩვენს ტერიტორიაზე დივერსანტების შემოსვლის შემთხვევები გახშირდა

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბელარუსის მედია ავრცელებს

ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის გარშემო ვითარება კვლავ დაძაბულია. მისივე თქმით, ბელარუსის საზღვართან NATO-ს სამხედრო შესაძლებლობები პროვოკაციების ფონზე ძლიერდება.

"ჩვენ ვერ გადავდებდით ამ შეხვედრას: სიტუაცია გვაიძულებს ვუპასუხოთ ამ ვითარებას. ამიტომ, მთავრობას, უსაფრთხოების ბლოკს დაევალა, მოამზადონ სერიოზული ზომები, რათა თავიდან აიცილონ სხვადასხვა სახის დივერსანტების ბელარუსის ტერიტორიაზე შემოსვლა. ბოლო დროს ასეთი შემთხვევები გახშირდა. ამიტომ, მსურს მოვისმინო წინადადებები საპასუხო რეაქციის შესახებ". - თქვა ლუკაშენკომ. 

როგორც შეხვედრის დროს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ივან ტერტელმა აღნიშნა, დაზვერვისა და სხვა სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით, ბელარუსის ირგვლივ ვითარების მნიშვნელოვანი გამწვავებაა მოსალოდნელი.

კომენტარები