ქართული ოცნება

ამილახვარი ივანიშვილზე: პრაქტიკულად, თავის მთლიან ქონებას საქართველოს საკეთილდღეოდ ხარჯავს

ამ ადამიანს არ ეშინია და მისთვის არც არაფერი იცვლება. მისთვის მთავარი არის საკუთარი ქვეყანა, სამშობლო და ქართველი ხალხი. პრაქტიკულად, ის თავის მთლიან ქონებას საქართველოში, საქართველოს საკეთილდღეოდ ხარჯავს. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერაფერი მოახდენს და მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ის ახლა ფორმალური სანქციების ქვეშ იქნება თუ არაფორმალურის.

განაცხადა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას. " მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი – $2 მილიარდი აქვთ გაჩერებული ბანკში". - თქვა გუშინ, 1-ელ მაისს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. 

კომენტარები