აშშ-ერაყი

ხამენეი ერაყის პრეზიდენტს: ერაყში ერთი ამერიკელიც კი ძალიან ბევრია

ერაყის პრეზიდენტი, აბდულ ლატიფ რაშიდი და ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი

29 აპრილს თეირანში ერაყის პრეზიდენტთან, აბდულ ლატიფ რაშიდთან შეხვედრისას ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ერაყში ამერიკელი სამხედროების ყოფნა გააკრიტიკა და ერაყს ომხრივი თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია IRNA ავრცელებს.

"თუნდაც ერთი ამერიკელის ყოფნა ერაყში უკვე ძალიან ბევრია. ამერიკელები არ არიან არავის მეგობრები, ისინი თავიანთი ევროპელი მოკავშირეების მიმართაც არ არიან ერთგული." -  თქვა ხამენეიმ.

ხამენეის კომენტარები გასულ თვეში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ბაღდადში მოულოდნელ ვიზიტს მოჰყვა, სადაც ოსტინმა თქვა, რომ ამერიკელი ჯარები "მზად არიან დარჩნენ ერაყში".

გასულ თქვეს ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ის ერაყში ჩავიდა იმისთვის, რომ აშშ-ერაყის სტრატეგიული პარტნიორობა დაედასტურებინა.

ერაყის პრეზიდენტმა ხამენეისთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა ერაყისა და ირანის ურთიერთობების მნიშვნელობას, თუმცა ერაყში ამერიკელების ყოფნის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები