აშშ-ერაყი

ერაყმა ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საქმეზე დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა

დონალდ ტრამპი/ყასემ სოლეიმანი

ბაღდადის სასამართლომ ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა. ინფორმარცია გამოცემა Associated Press-მა გაავრცელა.

ყასემ სოლეიმანის და მასთან ერთად დაღუპული აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის მკვლელობა სასამართლომ წინასწარ დაგეგმილად შეაფასა. დანაშაულისთვის სასჯელი ერაყის კანონმდებლობის თანახმად სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. Associated Press აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის მიწურულს დაპატიმრების ორდერის გაცემა სიმბოლურ ხასიათს უფრო ატარებს და ნაკლებ სავარაუდოა, ის აღსრულდეს.

გასული წლის ივნისში ირანმა გასცა დონალდ ტრამპის დაპატიმრების სანქცია ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საქმეზე. თეირანის მთავარმა პროკურორმა, ალი ალქაშიმერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გარდა ლაპარაკია კიდევ დაახლოებით 30 პირზე, რომლებიც სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ალქაშიმერს დონალდ ტრამპის გარდა, სხვა პირების ვინაობა არ დაუკონკრეტებია. 

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ქვედანაყოფის, ყუდსის მეთაური, ყასემ სოლეიმანი მოკლეს ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ს მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას 3 იანვარს. უფრო მეტი ყასემ სოლეიმანის შესახებ წაიკითხეთ აქ

კომენტარები