საქართველო-აშშ

კობახიძე შაჰინზე: ავტოკრატიული ის ხელისუფლება იყო, რომელსაც აქებდა – უსამართლო განცხადებაა

ავტოკრატიისკენ წასული იყო და იქ იყო ის ხელისუფლება, რომელსაც, სამწუხაროდ, ქალბატონი შაჰინი აქებდა 2012 წლამდე. ჩვენ გვახსოვს მისი დამოკიდებულება. მისი განცხადება არის აბსოლუტურად უსამართლო, ვეცდები, რომ ვიყო მაქსიმალურად კორექტული. საქმე ეხება სენატორს, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამ ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლები – ეს იყო ძალიან უხეში, უსამართლო განცხადება.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორის, ჯინ შაჰინის სიტყვებს, რომლის აზრითაც "საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტად მიდის ავტოკრატიისკენ".

კომენტარები