რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გონჩარენკო: ივანიშვილის სანქცირების დროა – მთავრობამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია

საქართველოს მმართველმა პარტიამ ხალხის ოცნებას პუტინის ოცნება არჩია. PACE-ში ხმის მიცემისას მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები. დროა მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა.  

წერს Twitter-ზე უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო. გუშინ, 27 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. მასში საქართველოს არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ. 

გონჩარენკო წერს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე დაამტკიცა ის ცვლილება, რომლითაც ადგენდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო მონაწილეობს უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდის დანაშაულში: მათ იძულებით იძულებით დეპორტაციაში, რადგან ბევრი უკრაინელი ბავშვი სწორედ ბელარუსის ტერიტორიაზეა გადაყვანილი. რეზოლუცია ასევე მიესალმება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.

კომენტარები