რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ახალი კანონით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დეპორტი ემუქრებათ

ვლადიმირ პუტინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს დეპორტი ემუქრებათ. 

პუტინის მიერ ხელმოწერილი ახალი კანონის მიხედვით, მან, ვინც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობს, რუსეთის მოქალაქეობა უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1 ივლისიდან "უცხოელად" ჩაითვლება და შესაძლოა ტერიტორიის იძულებით დატოვება მოუწიოს.  

 

 

კომენტარები