ეკონომიკური ზრდა

2023 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 7.2 %-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.2 პროცენტით განისაზღვრა.

2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შემდეგმა დარგებმა შეიტანა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.  ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში. 

მარტში სამეწარმეო სექტორში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 9.2%-ით მეტია.  

კომენტარები