IRI-ს კვლევა

ფოტიგა IRI-ზე: ოცნება უარყოფს ქართველი ხალხის ნებას, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ

როგორც ჩანს, ქართული ოცნება უარყოფს ჰუმანიტარიზმს, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, რომელში გაწევრიანებისკენაც საჯაროდ მიისწრაფვის, საქართველოს მეგობრების მოწოდებებს და ასევე, ქართველი ხალხის შეხედულებებს, რომელთა უმრავლესობაც მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას.

წერს ტვიტერზე ევროპარლამენტარი, ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ანა ფოტიგა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 25 აპრილს გამოქვეყნებული კვლევიდან ფოტოს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში გამოკითხულთა 43% მტკიცედ უჭერს მხარს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას. 

კომენტარები