ტაქსების რეფორმა

ცნობილია ის ქუჩები, სადაც A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

გუშინ, 26 აპრილს თბილისის მერმა, კახი კალაძემ თქვა, რომ 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, თუ მანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, საშუალება ექნებათ, რომ ავტობუსის ზოლში იმოძრაონ

უკვე ცნობილია, რომელ ქუჩებზე შეძლებენ A კატეგორიის ტაქსის მძღოლები ავტობუსის ზოლში მოძრაობას: 

  • თამარ მეფის გამზირი
  • რუსთაველის გამზირი
  • პეკინის გამზირი
  • მოსკოვის გამზირი
  • გრიგოლ რობაქიძის გამზირი
  • ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
  • ქეთევან დედოფლის გამზირი
  • ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი
  • ჯავახეთის ქუჩა
  • ვიქტორ კუპრაძის ქუჩა
  • სესილია თაყაიშვილის ქუჩა
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი
  • გრიგოლ ორბელიანის მოედანი
  • მერაბ კოსტავას ქუჩა
  • ჟიული შარტავას ქუჩა
  • ანა კალანდაძის ქუჩა
  • მიხეილ თამარაშვილის ქუჩა
  • ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა
  • მირიან მეფის ქუჩა
  • პეტრე იბერის ქუჩა

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ტაქსებს მოძრაობა არ შეეძლებათ თბილისის იმ 5 ქუჩაზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს: 

  • ილია ჭავჭავაძის გამზირი

  • პეტრე მელიქიშვილის გამზირი

  • მერაბ კოსტავა ქუჩის ნაწილი

  • ილია ვეკუასა

  • ომარ ხიზანიშვილის ქუჩები

კომენტარები