ტაქსების რეფორმა

კალაძე: 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, თუ მანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, საშუალება ექნებათ, რომ ავტობუსის ზოლში იმოძრაონ.

"A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, თუ მანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, 1 ივნისიდან შესაძლებლობა ეძლევათ, რომ საავტობუსო ზოლებში იმოძრაონ. მათ შეეძლებათ, საავტობუსო ზოლში არა მხოლოდ მგზავრი აიყვანონ და ჩამოსვან, არამედ, ამ ზოლებში იმოძრაონ [...] იმისთვის, რომ ასეთი საშუალებები ყველასთვის მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს, მათ შორის, მგზავრებისთვის, ჩვენ ე.წ. სტიკერები შემოვიღეთ, რომელთა დარიგებასაც მუნიციპალურ სერვისცენტრებში მაისიდან დავიწყებთ. ეს სტიკერი ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსდება. A კატეგორიის ტაქსი მხოლოდ იმ ავტობუსის ზოლში დაიშვება, სადაც ავტობუსი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები