ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების გატაცებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მილიცია

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების გატაცებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პროკურატურამ გაავრცელა

განცხადების მიხედვით, 14 აპრილს რუსეთის მოქალაქეები ლეონიდ შოკლერი გაიტაცეს. შემთხვევა სავაჭრო ცენტრი სოხუმ-მარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გამტაცებლები შოკლერის გათავისუფლების სანაცვლოდ დედამისისგან $5 000-ს ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მათ თანხა მიიღეს, რუსეთის მოქალაქე გაათავისუფლეს.

19 აპრილს გამტაცებლების სამიზნე გახდა შოკლერის მეგობარი, ასევე რუსეთის მოქალაქე შეიხ ისმაილი. მან გამტაცებლებისგან გაქცევა შეძლო. 

22 აპრილს დააკავეს 5 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ რუსეთის მოქალაქეების გატაცებაში. 24 აპრილს დააკავეს მეექვსე პირიც.

კომენტარები